2 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩემს შვილს სიმსივნე ჰქონდა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძოდა. მანქანაში წერილი დაუტოვებია წარწერით…”-ოჯახი ეძებს შვილს, რომელმაც გაუჩინარებამდე მათ წერილი დაუტოვა

სამტრედიაში ოჯახი 40 წლის ესმა შარტავას მეხუთე დღეა ეძებს. ნათესავების ინფორმაციით, პოლიციამ შაბათს, მანქანა გრიგოლეთში სანაპიროზე იპოვა, რომელშიც წერილი იყო, სადაც ქალბატონი ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა.

"პოლიციამ იპოვა მანქანა სანაპიროზე. ჩემს შვილს სიმსივნე ჰქონდა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძოდა. მანქანაში წერილი დაუტოვებია წარწერით, სასუფეველი ზღვის ფსკერზე იქნება ჩემიო. ამიტომ გვგონია თავი მოიკლა. ყველას ვთხოვთ ცხედრის პოვნაში დაგვეხმაროს,”- აცხადებს დაკარგულის დედა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.

imedinews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები