2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინგლისურში 109 აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური 90 ქულა

დღეს უცხო ენის გამოცდის შედეგები დაიდო. ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენაში მაქსიმალური ქულა 109 აბიტურიენტმა მიიღო.  

ამის შესახებ ინფორმაციას  EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, უცხო ენის გამოცდებში წელს სარეკორდოდ დიდი რაოდენობის უმაღლესი ქულა დაიწერა, 109 აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური 90 ქულა. 

"თუ მეხსიერება არ მღალატობს ყველაზე დიდი მონაცემია, რაც აქამდე გვქონია. ეს უცხო ენების საერთო მონაცემია. რადგანაც ინგლისური შეადგენს უცხო ენების 85%-ს, ანუ აბიტურიენტთა უმრავლესობა ინგლისური ენა აირჩია ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად, ბუნებრივია, ამ ენაში დაიწერა ყველაზე მეტი მაღალი ქულა,"-ამბობს რუსუდან ტყემალაძე.

პირველადი სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით, 6%-ია ჩაჭრილი უცხოურ ენაში. თუმცა აპელაციების, ვარიანტების სირთულის დონის დადგენის და სკალირების პროცესის შემდეგ შეიძლება ეს ციფრი ოდნავ შეიცვალოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები