2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 და 25 წლის ძმები, რომლებიც მტკვრის ძლიერმა დინებამ იმსხვერპლა მაშველებმა იპოვეს

თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მდ. მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

​შეტყობინება ორი ძმის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა.

მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.

​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი - 40 მაშველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები