2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილის 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილის 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ბიზნესმენი სამართალდამცველებმა გუშინ ვაკე-საბურთალოს პოლიციის ავტოსადგომზე დააკავეს, სადაც ის საკუთარი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.

სწორედ ამ დროს სოზაშვილის ავტომობილში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ, სოზაშვილის ადგილზე მისვლას კი სამართალდამცველებსა და ბიზნსემენს შორის დაპირისპრიება მოჰყვა.

გამოძიება სოზაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 

თავად ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის კრიპტო-ვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიას იპარავდა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრალდებას პროვოკაციად მიიჩნევს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები