2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორია მთავრობის გეგმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე: „მხოლოდ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ვერ ჩაითვლრება მთავარ ფაქტორად რადგან აუცილებელია ავტოპარკის განახლება ქვეყანაში.“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას, თუმცა ხელისუფლებას პროცესის შეჩერების კონკრეტული გეგმა აქვს. თანდილაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მისი განმარტებით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის პროგრამას, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი თითოეული ღონისძიება.

„კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს უნდა განესაზღვროს კონკრეტული ვალდებულებები იმ ურბანულ ზონებში, სადაც მიმდინარეობს სამრეწველო სამუშაოები. ინვესტორებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომ გადააიარაღონ საწარმოები, რათა შემცირდეს ემისები ჰაერში,“ - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

მინისტრის მოადგილე ჰაერის დაბინძურებაში ავტომობილების როლზეც საუბრობს.

„მხოლოდ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ვერ ჩაითვლება მთავარ ფაქტორად, რადგან აუცილებელია ავტოპარკის განახლება ქვეყანაში, რაც ჰაერის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. პრემიერმა ისაუბრა, რომ აუცილებელია იმპორტის მიმართულებით ახალი შეზღუდვები. წახალისდება დაბალ კუბატურიანი ავტომანქანების იმპორტი,“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება წაახალისებს ახალ და მწვანე ტექნოლოგიებს და სწორედ ეს იქნება პრიორიტეტული მიმართულება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...