2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნებისმიერს მზად ვართ შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში..." - ნოე სულაბერიძე "ანტოშკაზე" განმარტებას აკეთებს

 "პრაიმშოუ"  სკანდალში ეხვევა. საქმე იმაშია, რომ  ბოლო კვირის გადაცემაში წამყვანებმა ფილმი, ანსაბლ მზიურის შესახებ გააცოცხლეს.  მზიურის წევრებმა გაიხსენეს ყველა ის სიმღერა, რომელიც "საბჭოეთის ნოსტალგიას" ასახავდა, უფრო მეტიც, თითოეულ წევრს ყელზე წითელი ყელსახვევიც კი ეკეთა.. 

ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, გადაცემის პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოზე განმარტება გააკეთა

"ეს ორი დღეა განსაკუთრებული ვნებათაღელვაა პრაიმშოუს ბოლო გადაცემის მზიურის ნაწილზე, სადაც ყელსაბამები ჩანს.

1. ერთი კვირა ტრიალებდა ანონსი ტექსტით "საბჭოეთის ნოსტალგიის გარეშე”, სადაც მოხდა ცნობილი ფილმის ანსაბლ მზიურის შესახებ გაცოცხლება.

2. იმავე სიუჟეტში ხაზგასმით ვამბობთ - საბედნიეროდ ეს ყელსაბამები ცუდ ისტორიას ჩაბარდა და მათი დატვირთვა არის მხოლოდ ჩვენთვის/თქვენთვის პატივსაცემი ქალბატონების დაბრუნება ბავშვობაში, სადაც მათ ნიჭს თან ახლდა ანექსირობულო წყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ფილმში, სპექტაკლში შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი, საბჭოური, თუნდაც ნაცისტური ატრიბუტიკა, ასევე მოხდა პრაიმშოუში, რომელიც იმ ნაწილში რიმეიქის ხასიათს ატარებდა. 

3. ნაწილ თქვენგანს მთლიანი გადაცემა სავარაუდოდ ნანახი არა აქვს და შესაბამისად მოჭრილი გაზიარებული სიმღერებიდან რათქმაუნდა შეიძლება სხვა აზრის გამოტანა, თუ შინაარსი არ იცი და არ გიყურებია, თუმცა...

4. თუმცა ბოლოს მინდა გითხრათ, რომ... ნებისმიერს მზად ვართ შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში....არავიზე ნაკლებად არ გვადარდებს სამშობლოს შიგნით არსებული მავთულხლართები (და ამაზე არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული)....არავიზე ნაკლებად არ გვტკივა და არ გვეამაყება ჩვენი გმირები!!!....არავიზე ნაკლებად არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია!!! 

5. p.s. განსაკუთრებული აღშფოთებითა და აგრესიით მყოფ ჩვენს მეგობრებს კარგ დასვენებას და მშვიდ გარემოში ყოფნას ვუსურვებ ))

მადლობა ყურადღებისთვის "-წერს ნოე სულაბერიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები