2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უბედური შემთხვევა თუშეთში - 11 წლის ბავშვი კლდიდან გადმოვარდა

მთა-თუშეთში კლდიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.  დაშავებული გვიან ღამით იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

11 წლის ბავშვს თავის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.

სოფელ გოგლურთაში, მოზარდი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. არასრულწლოვანი ხევიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ფეხი კლდეზე დაუცურდა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები