2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი" - NDI-ს რეკომენდაციები

პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი- ნათქვამია - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში. 

სადამკვირვებლო დელეგაციამ დღეს საქართველოში, წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა და ანგარიშში რეკომენდაციებიც წარმოადგინა:"პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ;მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუმწყნარებელი იქნება და რომ მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ;

პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს;მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ" ნათქვამია NDI-ს ანგარიშში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები