2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“თუ დავიბრიდე, მინდა იცოდეთ რაც მოხდა. ესენი თუ ნორმალურები იყვნენ, რა….. ღამის პირველის ნახევარზე უცებ ისეთი სუნი დადგა, ცუდად …”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან ცირეკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აზიარებს:

"მეგობრებო, თუ დავიბრიდე, მინდა იცოდეთ რაც მოხდა. ესენი თუ ნორმალურები იყვნენ, რა….. ღამის პირველის ნახევარზე უცებ ისეთი სუნი დადგა, ცუდად გავხდით მეც და დედაჩემიც. ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა… მერე მეზობლის ყვირილი გავიგე, სასწრაფოდ დაკეტეთ ფანჯრებიო. ძლივს მივლასლასდი ფანჯრებამდე, არადა ისეთი სიცხეა, 14-ვე ფაჯარა ღია მქონდა. დაუჯერებელია, მაგრამ ღამის პირველის ნახევარზე გადაწყვიტა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ქალაქში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა. ჯერ მოდის მანქანა, რომელიც ასხამს საწამლავს, უკან მოსდევს მსუბუქი მანქანა, საიდანაც ვიღაც იდიოტს თავი აქვს გამოყოფილი და რუპორით ყვირის რომ დავკეტოთ ფანჯრები. გესმით თქვენ, ჯერ საწამლავს ასხამენ და მერე ყვირიან რომ დავკეტოთ ფანჯრები, მაშინ როცა მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სძინავს ღია ფანჯრებში. ვზივარ ახლა 36 გრადუსში, ჩარაზული ფანჯრებით, ნახევრად გულწასული. რა დღეშია ეს უპატრონო ქვეყანა, ესენი ნორმალურები თუ არიან?!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები