2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოებში მეუღლეთა შორის განქორწინების დავებზე  ინფორმაციას ავრცელებს და შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში, 2018 წლის მდგომარეობით, კვლავ მაღალი რჩება საოჯახო დავების რიცხვი. 

კერძოდ, მაღალია სასამართლოს გზით განქორწინების მოთხოვნის მაჩვენებელი, რაც დამატებით იწვევს ალიმენტის დაკისრების, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილებთან ურთიერთობის სპეციალური წესის შემოღების მოთხოვნები. 

ამასთან, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, უკიდურესად მწვავედ აისახება არასრუწლოვანი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და მათ სრულფასოვან განვითარებაზე. 

ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა.

 აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს – 10 222, 2016 წელს – 9539, 2015 წელს – 9112, 2014 წელს – 9119 და 2013 წელს –  8039. 

ამავე პერიოდის მონაცემისთვის, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს - 144,161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს - 23,684, 2016 წელს - 25,101, 2015 წელს - 29,157, 2014 წელს - 31,526 და 2013 წელს - 34,693.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. 

განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...