2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო?

ფულის შენახვა ბალიშის ქვეშ ან სქელტანიანი წიგნის ფურცლებს შორის ფულის დაზოგვის ძველი და ტრადიციული ხერხია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იმ პერიოდში ბანკზე და შემნახველ ანგარიშზე ვერავინ იფიქრებდა.

დღესდღეობითაც, ჩვენი ბებიებისთვის და ბაბუებისთვის თანხის შენახვის ყველაზე სანდო გზაა ფულის მატრასების ქვეშ დამალვა, ისინი კვლავ ტრადიციული გზებით ცდილობენ ფულის დაგროვებას, რადგან უჭირთ თანამედროვე ხერხების გამოყენება, თუმცა, ახალგაზრდებისთვის დანაზოგის ბანკში შეტანა და შემნახველი ანაბრის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

სტატიაში ვეცდებით, გაგცეთ პასუხი კითხვაზე – სად სჯობს ფულის დაზოგვა - ბანკში თუ სახლში?

ფულის შენახვა ბანკში თუ სახლში?

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და ფინანსური მრჩევლების მიერ აღიარებულია, რომ ჩვენი დანაზოგის ბანკში შეტანა ბევრად უსაფრთხო და მომგებიანია, ვიდრე მისი სახლში დამალვა.

თუმცა, შესაძლოა, მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი დანაზოგისთვის ბანკი არც ისე უსაფრთხო ადგილია. მოდით ვისაუბროთ ფულის სახლსა და ბანკში შენახვის უპორატესობებსა და რისკებზე;

თქვენი საწოლის ბალიშები და მატრასები არ არის საუკეთესო ადგილი დანაზოგების შესანახად, (მით უფრო, თუ შესანახი თანხა დიდი მოცულობისაა), რადგან;

1. ეჭვქვეშ დგას თანხის უსაფრთხოება: სახლში შენახული ნაღდი ფული დაუცველია ხანძრის ან/და ქურდობის შემთხვევებისგან; გარდა ამისა, სახლში მყოფმა ბავშვმა შეიძლება, იპოვოს და საინტერესო არმოჩნდეს მისთვის ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, ან, შეიძლება, თქვენმა მოზარდმა შვილმა ჩათვალოს, რომ პარასკევის ფართისთვის დამატებითი ფული კარგი იდეაა.

2. სახლში შენახული დანაზოგების ღირებულება არ იზრდება (უფრო მეტიც, იკლებს): სახლში დამალულ თანხას, ცხადია, არ ერიცხება დამატებითი სარგებელი, თუმცა, ალბათ ფიქრობთ, რომ თუ სარგებელი არ ერიცხება, ბოლო-ბოლო არც არაფერი აკლდება ... გვინდა გითხრათ, რომ თქვენს სახლში გადანახული დანაზოგები კარგავს თავის ღირებულებას გრძელვდიან პეროდიში, როგორ?? ამის მთავარი მიზეზი ინფლაციაა! 

ინფლაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად დაახლოებით 3%-იანი ნიშნულით იზრდება, ანუ ყოველ წელს ფასების დონე ამ მაჩვენებელით იზრდება და თქვენი სახლში შენახული ფული კარგავს მსყიდველობითუნარიანობას. რათა მზარდი ინფლაციის კვალდაკვალ თქვენს დანაზოგს შეუნარჩუნოთ ღირებულება და თვალსა და ხელს შუა არ „გაგიქრეთ თანხა“, საჭიროა მისი ინვესტირება, რათა თქვენს დანაზოგს ჰქონდეს გაზრდის შესაძლებლობა დარიცხული სარგებლით;

3. სახლში შენახული ფული გვიბიძგებს არაეფექტური ხარჯვისკენ - როგორც წესი, შემნახველ ანაბრებს აქვთ შეტანილი თანხის განაღდების კონკრეტული ლიმიტი, ასევე, შეზღუდულია ისიც, თუ რა სიხშრით გამოვიტანთ მასზე არსებულ დანაზოგს, ანუ, თქვენს დანაზოგთან წვდომა გექნებათ მხოლოდ კონკრეტულ პერიოდებში და არა ნებისმიერ დროს, როცა თანხის განაღდება მოგინდებათ, ანაბარზე თანხის დაზოგვის დადებითი მხარეც სწორედ ესაა – არ გვაძლევს საშუალებას ჩვენი დანაზოგი ვხარჯოთ არაგონივრულად და არარაციონალურად; 

რაც შეეხება სახლში შენახულ თანხას, იქიდან გამომდინარე, რომ არის ნაღდი სახით, მისი ნებისმიერ დროს აღება და დახარჯვა მარტივია, ამასთანავე, ის ფაქტი, რომ ჩვენთან სახლში, ახლოსვეა ფული, ძალაუნებურად გვიბიძგებს იმპულსურად გამოვიყენოთ ეს თანხა და დავხარჯოთ არაგონივრულად. როგორ მოვძებნოთ უსაფრთხო ადგილი ფულის შესანახად?

როგორც უკვე ვთქვით, დანაზოგის შენახვის უსაფრთხო და მომგებიანი გზაა თანხის ბანკში, შემნახველ ანაბარზე განთავსება, შესაბამისად, თავდაპირველად საჭიროა, კარგად გაეცნოთ ყველა შემნახველი ანგარიშის შემოთავაზებას და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ანაბარი, რომლის საშუალებითაც თქვენი დანაზოგი გაიზრდება დარიცხული სარგებლით.

ანგარიშის გახსნა, როგორც წესი, არის უფასო, ბანკების უმრავლესობა ამ სერვისს უფასოდ გვთავაზობს - შესაბამისად, უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბანკი და შემნახველი ანაბარი, გახსნათ ანგარიში და დაიწყოთ თანხის უსაფრთხოდ დაგროვება, ცხადია, ამგვარად თქვენი თანხა დაზღვეულია დაკარგვისა და მოპარვისგან.

ფულის დაზოგვის უპირატესობები

ფულის დაზოგვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაუდებელ ხარჯებთან გამკლავებაა, მოულოდნელად თავს დამტყდარი ხარჯებისთვის ფულის სწრაფად მოძიება ძალიან რთულია, ასეთი მდგომარეობა ინსტინქტურად გვიბიძგებს სასესხო ვალდებულების აღებისკენ, სწორედ ე.წ. „შავი დღისთვის“ ფინანსური სირთულეების გასამკლავებლად აუცილებელია, გვქონდეს დანაზოგი და ჩვენი თანხითვე შევძლოთ, მოულოდნელი ხარჯების დაფარვა.

 ფინანსური ექსპერტები გვირჩევენ ყოველთვის გვქონდეს დანაზოგი იმ მოცულობით, რომ შევძლოთ უახლოესი 2-3 თვის ხარჯების გამკლავება, რათა ფინანსური პრობლემების დადგომის დროს შევძლოთ თავად გავუმკლავდეთ მათ და არ მოგვიწიოს სესხის აღება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...