2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მორგის“ ბავშვები - სექტისმაგვარი დაჯგუფება, რომელიც მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს

თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი, როგორც „მორგის“ ბავშვები, - ამის შესახებ საუბარია „საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების კვლევის“ შედეგებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარდა და რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. 

„ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც აღინიშნა, ქცევის შიდა კოდექსმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ შეიძლება დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს იმას, რომ ბავშვმა ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში იქნეს ჩათრეული.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება, როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“, -ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები