2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლომ თორნიკე კაჭარავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ თორნიკე კაჭარავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდება პრეზიდენტის სიძის ახლო მეგობარს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მტკიცებულებად ამოღებულია იარაღი და ვაზნები.

პროცესზე ადვოკატი კაჭარავას 30 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

„ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ დავეთანხმებით. ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარმოებებიდან, რაც მოცემულ საქმეში არსებობს, ცალსახად მინდა განვაცხადო, კონკრეტული სამხილი რაც მაღალი ხარისხით მიუთითებდა, იმ ხარისხით, რომელსაც ალბათობის ხარისხს უწოდებს ბრალდების მხარე საქმეში არ არსებობს, მიმაჩნია, რომ ყველა საფუძველი გააჩნია დაცვის მხარეს იმისთვის, რომ შესაბამისი წესით სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივროს“ -აცხადებს კაჭარავას ადვოკატი შოთა მანელიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია ბრალდების მხარე, პროკურორის, მინდია დავითაძის განცხადებით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვას შეძლებდა ან რაიმე სახის მსუბუქ დანაშაულს ჩაიდენდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები