2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"უბედურებიდან 7 წელი გავიდა, ტკივილი კი ისევ ძლიერია" - რას წერს გოგონა, რომელიც მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

2011 წლის 22 ივლისი ყველას კარგად ახსოვს, სწორედ ამ დღეს, შვიდი წლის წინ , კუნძულ უტოიაზე ანდრეს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა, რომელთა შორის ქართველი გოგო თამთა ლიპარტელიანი იყო.

მომხდარის შემდეგ თამთას მშობლებმა ნინი იშვილეს, რომელიც  ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება

"2011 წლის 22 ივლისი, დღე როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის სიკვდილიც მეხის გავარდნას ჰგავდა ახლობელი ადამიანებისთვის და არამარტო მათთვის, ყველა განიცდიდა მის გარდაცვალებას მათ შორის მეც. ოჯახს რომელსაც ეს გოგონა ბედნიერებას ჰგვრიდა, მოულოდნელად გამოეცალა ხელოდან ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ შეძლეს. ცხოვრება ძნელია როცა ადამიანს შვილი უკვდება თანაც ერთადერთი, ამ დარდს კი ვერაფერი ცვლის. 2 წლის შემდეგ მე გამოვჩნდი და ამ დარდით სავსე სიცოცხლეს რაღაც იმედი შევძინე, როგორც დედა ამბობს "ჩვენს სიცოცხლეს აზრი მიეცა შენი გამოჩენის შემდეგ, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა და ღირს ჩვენი ცხოვრება" ნამდვილად გმირია ის ადამიანი ვინც ასეთი უბედურების შემდეგ ხელახლა დაიწყებს ცხოვრებას და უკვე განვლილ წლებს გაიმეორებს, თანაც პირნათლად, ასეთია დედიკო და მამიკო. ისინი ბევრ ენერგიას ხარჯავენ ჩემი წარმატებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დაგვირგვინდება თამთა კი ზემოდან დაგვყურებს და ჩვენი ბედნიერებით ხარობს, დამიტოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფებისგან, უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან. მე ვაფასებ მათ ყურადღებას

ამ უბედურებიდან 7 წელი გავიდა , მაგრამ წლები დღეებივით ილევა, ეს ტკივილი კი ისევ ძლიერია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია გაძლებაა. როგორც ჩვენ გვსურს საუკეთესო ადამიანები მრავლად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე ღმერთს თავისთვისაც კარგი უნდა. ისინი გვიტოვებენ ბედნიერ მოგონებებს, რომელთა გახსენებითაც მუდამ იარსებებენ ჩვენს გულებში, თამთა მარად იქნება ჩემში" - წერს ნინი ლიპარტელიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები