2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, თიბისის მხარდაჭერით, ქალაქური სიმღერების ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“. საღამოს მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ.

რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში ზაზა ვეფხვაძესთან და ზურაბ ცქიტიშვილთან ერთად ტრიო „სიმში“ მღეროდა. ახალგაზრდა მეგობრების ერთად შესრულებული პირველი კომპოზიცია ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით, ოთარ რამიშვილის შექმნილი სიმღერა - „წუხელ თოვდა“ იყო. 1991 წელს ტრიომ პირველი აუდიოკასეტა, სახელწოდებით „რეტრო“ ჩაწერა, რომელიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებდა. 28 წლის განმავლობაში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩაატარა კონცერტი. ტრიო „სიმის“ მუსიკალური რეპერტუარიდანაა ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა: „ქუთაისო ჩემო“, „თუთა“, „ღვინის აღმართი“, „კესანები“ და სხვა.

2011 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის“ ვარსკვლავი გაიხსნა.

რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...