2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ მისი კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული - ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეხება, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ეხმაურება.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. 

განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მინისტრის თქმით, ამის ერთადერთი მიზანი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებაა.

„ახალი ამაში არაფერი არა რის, ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის  სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომელიც არც განვითარების კურსით და არც რაიმე მიმართულებით პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...