2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს წერილი შენს ქალიშვილს წაუკითხე”-ემიგრანტის მიმართვა ქართველ ქალებს

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ეს წერილი შენს ქალიშვილს წაუკითხე

როდესაც შენი ქმარი, შუაღამისას გვარიანად შეზარხოშებული დაბრუნდა და ჩაძინებული დახვდი, გაგინა… შენ გულმოსული შენს პატარა ქალიშვილს მიუწექი გვერდით და იტირე…
როდესაც შენმა ქმარმა გაიღვიძა და საწოლში ნაბეღლავის მირთმევა დაგავიწყდა, ისევ გაგინა… შენ ხელი მოჰკიდე პატარა გოგონას, სამზარეულოში გახვედი და იტირე …
როდესაც შენი ქმრის თეთრ მაისურზე, ტუჩის საღებავი შენიშნე და გონებაში პირველად გაგიელვა ეჭვმა, რომ გღალატობდა, ხმა ვერ ამოიღე… მთელი ღამე ცრემლებით ასველებდი ბალიშს და გულზე მიხუტებულ ქალიშვილს ჩუმად ეჩურჩულებოდი “შენს გამო ამასაც ავიტან” .


როდესაც შენს ქმარს, ძმაკაცებით სავსე სუფრაზე, ყანწის მიტანა დაუგვიანე , მოურიდებლად დაგამცირა… შენ ხელი მოჰკიდე შენს ქალიშვილს, საძინებელ ოთახში ჩაიკეტეთ, ისევ ცრემლების დუღილში მოხარშე წყენა და დამცირება …
როდესაც დედამთილის კაპრიზი გააპროტესტე, სილა გაგაწნა. გითხრა, რომ ის დედაა და ვალდებული ხარ პატივი სცე მას… შენ ისევ ხელი მოჰკიდე შენს ქალიშვილს, თვალცრემლიანმა მკერდში ჩაიხუტე და უთხარი, რომ ამ ყველაფერს, მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ითმენდი…


თუ დღეს, შენს ქალიშვილს ატირებულს ხედავ, ნუ გიკვირს და მიზეზს ნუ ეძებ, რატომ გახდა მონა…


ამ უბედურების მიზეზი შენ ხარ!!!


პ.ს. ეს ჩემგან პატივისცემით, ქალბატონო. თქვენს ქალიშვილს წააკითხეთ. რამდენადაც ვიცი, თავადაც ქალიშვილის დედაა და არ მინდა დედებმა დაუსრულებლად შვილების წამწამებიდან მომწყდარი ცრემლების მიზეზი სხვაგან ეძებოთ, მაშინ, როდესაც ამის მიზეზი თქვენ ხართ.

პატივისცემით სულა."


კომენტარები

მსგავსი სიახლეები