2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტი - მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული

ლეღვის ნახარშის გამოყენებით რუჯის მისაღებად დამწვრობის ცენტრს დღეს ორმა პირმა მიმართა. ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა, 26 წლის ქალმა ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა. 23 წლის მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

„26 წლის ქალბატონსაც აუცილებლად სჭირდებოდა სტაციონარული მკურნალობა, თუმცა მან უარი განაცხადა და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები აღენიშნებათ, რომელიც რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიიღეს. წელს სულ ლეღვის ნახარშის გამოყენების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი შემთხვევა რუჯის მიღების მიზნით, ხოლო „სამკურნალო თვალსაზრისით“ – ერთი. ერთ–ერთ ქალბატონს მოატყუეს, სახსრები აწუხებდა და ლეღვის ნახარშის საფენების გაკეთება ურჩიეს“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა უგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...