2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უკვე სიცოცხლეც მომბეზრდა ღმერთო! მუხლებზე გიდგები, შენ მაინც ნუ მიმატოვებ”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე “ფეისბუქის”პირად გვერდზე სტატუსს აზიარებს:

უკვე სიცოცხლეც მომბეზრდა
____
ღმერთო! მუხლებზე გიდგები,
შენ მაინც ნუ მიმატოვებ,
უსამართლობით ვიღლები,
უმწეოდ, მარტო დამტოვეს.

ვიდრე ამ მკერდში გული მცემს,
ან თუ სიცოცხლე დამცალდა,
ჭკუას ვასწავლი უვიცებს,
ვინც შვილი გამომაცალა.

ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ,
ვიდრე ორივ თვალს დავხუჭავ,
იმ მკვლელებს არ შევიცოდებ,
ვინც ჩემი შვილი აკუწა.

ვინც ბინძურ ფულის სანაცვლოდ,
მკვლელს ხელი გადააფარა,
ორ მეტრიანი ვაჟკაცი
მიწის ქვეშ ამოაფარა.

გამწარებული მამა ვარ,
დღე დამიბნელეს მზიანი,
უსამართლობამ მასწავლა
დაჭრილ ლომივით ღრიალი.

შვილი მომიკლეს მხეცებმა,
სისხლში აქვთ ხელი გასვრილი,
დღემდე სამართალს ვეძებ და
ვგოდებ ცრემლებად დაღვრილი.

ტკივილად ეს არ მაკმარეს,
სახელს ტალახში მისვრიან,
ლანძღვით მკვდრის სული დაღალეს,
ყოველ დღე ნიღბებს იცვლიან.

სინდის-ნამუსი დაკარგეთ,
ვინც ურცხვად გულზე მაბიჯებთ,
მთასავით ბიჭი დავკარგე,
თავს ევლებოდა ძმაბიჭებს.

უკვე სიცოცხლეც მომბეზრდა,
დაღლილ სულს ძალად დავათრევ,
მე შვილთან ერთად მომკლეს და
სიკვდილი რაღას დამაკლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები