2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ღია კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღია კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ასევე ფეხით გადაადგილებას უშლის ხელს. მისივე თქმით, მან ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, ღია კაფეების მეპატრონეებს საბუთების მოწესრიგებისკენ მოუწოდონ. 

"მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს. ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები.
 
ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. 

მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვამონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესრიგის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...