2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს

ჩამოტვირთვა

ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი სოლისტის, ირაკლი ნოზაძის, განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს.

ამის შესახებ კურიერისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ის მძიმედ დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს ქუჩის ბიჭების სოლისტის პირადი ავტომობილი, სადაც, სავარაუდოდ, სისხლის კვალი აღმოჩნდა.

მომღერალს გვიან ღამით გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები