2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. 

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა, სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან. 

მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომ სამოქმედო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მხარეები დღესვე შეთანხმდებიან, რა ფორმით და რესურსით გააგრძელებენ მოქმედებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მათ ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც თემირლანმაჩალიკაშვილის მისამართით 26 დეკემბრის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციისას სროლა განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები