2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რაც აქ ვარ,ყოველდღე,მახსენდება დედასთან გამოსამშვიდობებელი ჩახუტება, ჩემი დის უკანასკნელი შეხება სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე და მამას საბოლოო გამხნევება"

 სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკმაოდ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს დათუნა სარალიძის უკანასკნელ განცდებზე: 

"დათუნა სარალიძის განცდები.

სკოლაში წასვლით სიცოხცლიდან-სიკვდილისკენ ნაბიჯი გადავდგი.

პირველი დარტყმა იმდენად მწარე იყო,რომ ტკივილისგან ვერც ვიყვირე და მოწყვეტით დავეცი.

შემდეგ ტკივილმა სულამდე მიაღწია და დანარჩენ დარტყმებს ვეღარ ვგრძნობდი.
მხოლოდ მიწიდან ვუყურებდი უკანასკნელ კადრებს და ვნატრობდი სახლს.

ხმები ნაკლებად მესმოდა და გამოსახულება ნელ-ნელა პატარავდებოდა. შემდეგ კი ,ყველაფერი გაშავდა.

დავიკარგე, მოვხვდი იქ,სადაც არასდროს ვყოფილვარ. ვიყავი სულ მარტო,ჩემ ჭრილობებთან ერთად.
რაც აქ ვარ,ყოველდღე,მახსენდება დედასთან გამოსამშვიდობებელი ჩახუტება, ჩემი დის უკანასკნელი შეხება სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე და მამას საბოლოო გამხნევება.

როცა ვცდილობ მათი ალერსი,სხეულზე, წარმოსახვით მაინც ვიგრძნო, ჭრილობებზე შეხებისგან გამოწვეული ტკივილი მამწარებს და მკვდრის ოცნებებსაც მართმევს,მსგავსად იმისა,როგორც სიცოცხლე მიქციეთ ოცნებად...

ნეტავ არ ვყოფილიყავი ძლიერი,არ წავიდოდი დასახმარებლად და აღარ ვიქცეოდი მსხვერპლად. 

თქვენ მომკალით და აქაც არ მასვენებთ. 

მაყურებინებთ მამაჩემის ცრემლებს და ამ დროს,12 ჭრილობაზეე მეტ ტკივილს მაგრძნობინებთ.
აქ ცივა,მარტო ვარ,ვერავის ვეხები და ვერავინ მშველის.

მინდა ხმა გაგაგონოთ,მაგრამ არავის ესმის ჩემი,თუმცა თქვენ ხომ ჩემი ხმა,სულის კივილი,მიწის მოყრით დაფარეთ.

ახლა კი, ყველა დანაშაულს მე მაწერთ, რადგან ჩემ ხმას ვეღარასდროს გაიგონებთ, ვეღარ შეგეეწინააღმდეგებით და საზოგადოებას ჩემ სულსაც,სხეულივით მიავიწყებინებთ.
მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვვოცნებობდი ამას."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები