2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკა რურუა: „ვიცი, გიოს არ ეწყინებოდა – ერთი ისტორია მინდა მოვყვე…“


ნიკა რურუა მეგობარზე, გიო ხუციშვილზე საინტერესო ამბავს იხსენებს. როგორც პოლიტიკოსი წერს, ის გიოსთან ერთად იბრძოდა აფხაზეთის ომში, კერძოდ, ოჩამჩირეში. რურუა მომღერლის შესახებ ასეთ ამბავს იხსენებს:

„ვიცი, რო გიოს არ ეწყინებოდა – ერთი ისტორია მინდა მოვყვე.

აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. ოჩამჩირეში. რატომღაც გიოს ბათინკები მახსოვს – მუდმივ პოსტზე დგომისგან და წვიმისგან დამბალი, წყლით გაჟღენთილი და ბაწრებით გადაკრული და გიოსავით საყვარელი – რაღაცით ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს.

ერთხელაც შტაბში საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან ამ ხასიათის მოთხოვნა-საჩივარი შემოვიდა: “ისეთი კაცი გამოგვიგზავნეთ, ვინც ნარკოტიკს არ ეკარება, თორემ ნარკომანებმა შეგვაწუხეს.”

მეთაურობამ გიო აარჩია, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ ის “წამალს” არ ეკარებოდა.

მოკლედ, გაამწესეს საავადმყოფოს დაცვის უფროსად, რა ბრძანებასაც გიო ბუზღუნით, მაგრამ მაინც დაემორჩილა.

გავიდა ერთი კვირა, მეორე, და შტაბში უკვე არა წერილობითი საჩივარი, არამედ მთავარი ექიმი გამოცხადდა და ასეთი რამ განაცხადა: “ეს რა გენიალური ბიჭი გამოგვიგზავნეთ, სულში ვიძვრენთ ყველა, ვგიჟდებით მის სიმღერაზე და იუმორზე, მორფინისტებმაც თავი დაგვანებეს, მაგრამ… მაგრამ, აი გიომ და მას აყოლილმა ექიმებმა სუ მთელი სპირტი დალიეს. ასე თუ გაგრძელდა, ერთ კვირაში ნემსსაც ვეღარ გავაკეთებ; თუ შეიძლება, წაიყვანეთ უკან, ისევ ნარკომანები გვირჩევნია.”

აი, ეგრე იძია გიომ შური ჩვენზე მისი სავადმყოფოს დაცვაში გაგზავნისთვის.

რა ვთქვა, აბა, ძმაო გიო?! უამრავ ადამიანს არასდროს დაავიწყდები, მოენატრები, გაახსენდები, იმღერებს შენს სიმღერებს, მოგისმენს და დაესიზმრები. თუ რამეა უკვდავება – მგონი ესაა.

მომავალ შეხვედრამდე, უკვე სასულეთში, ძვირფასო თანამებრძოლო“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...