0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემს მეუღლეს დაყვება სუს-ი... ვაფრთხილებ ყველას, არ გაეკარონ ჩემს ოჯახს,"-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე სუს-ს აფრთხილებს, დაანებოს მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალს თავი. ამის შესახებ მოკლული დავით სარალიძის მამაm რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„ვაფრთხილებ სულ ყველას არ გაეკარონ ჩემს ოჯახს. ჩემს მეუღლეს დაყვება სუსი ყველგან, ბაზარში, გარეთ... სირცხვილია რა. კაცები ხართ თუ ვინ ხართ? ქალს რაღას დასდევთ? კაი, მე დამდევთ, დამდეთ, ქალს რაღას დასდევთ? ან შვილები არ გყავთ ან დები არ გყავთ?,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან გაიხსენა კასპში მომხდარი ინციდენტი, სადაც უნდა ჩატარებულიყო სოლიდარობის აქცია თუმცა მოგვიანებით მოსწავლეებმა მას შეატყობინეს, რომ აქციის ჩატარება აუკრძალეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები