0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.

კონფერენციის თემები:

  • მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა;
  • ბლოკჩეინი ბიზნესისთვის - ქეისები;
  • ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში;
  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;
  • ICO კამპანიები: ინვესტიცია, მარკეტინგი, ტენდენციები;
  • თოქენიზაცია.
ვისთვის: ხელმძღვანელი პირებისთვის, ფინანსისტებისთვის, დეველოპერებისთვის, იურისტებისთვის, მარკეტერებისა და PR მენეჯერებისთვის.

რატომ:
იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მოგება კრიპტოვალუტებიდან და მაინინგ ფერმის გახსნისას; მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, გაზარდოთ ICO-ს მომგებიანობა, იპოვნოთ პარტნიორები, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, მოიზიდოთ ახალი კლიენტები; იმისათვის, რათა გაიგოთ, რომ თქვენი ბიუჯეტის დახარჯვა ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს, არ არის კარგი აზრი.

კონფერენციის სპიკერები:
გაიცანით ქართველი მოაზროვნე ლიდერები, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, მაინერები, ქართველი და საერთაშორისო იურისტები, ეკონომისტები, ICO კონსულტანტები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავიანთ ქეისებს გაგიზიარებენ.

აი რამდენიმე მათგანი:
ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
მარიამ ტურაშვილი, პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვანო ნარიმანიძე, ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო;ალექს სუდაძე, ბიტკოინის საელჩო საქართველოში;
დავით კიზირია, Innovation and Development Foundation;
დენის ალეინიკოვი, Aleinikov & Partners;
კატარინა გაიზელჰართი, PwC Germany;
გორდონ აინშტაინი, CKR LAW LLP;
სრული პროგრამა ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.

შეხვედრის ადგილი:
ღონისძიება ჩატარდება თბილისის ცენტრში, ფეშენებელურ სასტურმო Radisson Blu Iveria Hotel-ში. მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1 (ყოფილი ვარდების რევოლუციის მოედანი).

ორგანიზატორი საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ბლოკჩეინ ღონისძიებებს მასპინძლობს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე Smile-Expo-მ მოიპოვა რეპუტაცია როგორც დიდი ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ავსტრალიაშიც კი.

ღონისძიებების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო, ბიტკოინის საელჩო საქართველოში და ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუტი.კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ააშენეთ თქვენი კრიპტო ბიზნესი საქართველოში.https://goo.gl/3hbjYm

https://georgia.bc.events/?utm_source=Pr_Lazareva&utm_medium=press-release&utm_campaign=https%3A%2F%2Fpresa.ge%2Fnew%2F

კომენტარები

მსგავსი სიახლეები