0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მდინარე ჭოროხზე დაღუპულთაგან სავარაუდოდ, სამი უკრაინელი ცოლ-ქმარი და მათი შვილია, ერთი კი, ადგილობრივი მოსახლე

ხელვაჩაურში სოფელ კირნათის ჰესთან მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ნავზე 4 ადამიანი იმყოფებოდა და მდინარეზე სეირნობდნენ. 

მათივე თქმით, ნავი კირნათის ჰესთან დაზიანდა და ნავში მყოფები ადგილზე დაიღუპნენ. 

"თურქეთის საზღვრიდან მდინარეზე მოსეირნობდნენ. წყალში ნავი რაღაცას გამოედო და დაზიანდა. ნავში მყოფები წყალში ჩაცვივდნენ, მართალია დამცავი ჟილეტები ეკეთათ, თუმცა მაინც დაიღუპნენ. გარდაცვლილთა შორის ერთი ადგილობრივია, სამი კი უკრაინელი ცოლ-ქმარი და შვილი",- განაცხადა თვითმხილმელმა ემზარ დიდმანიძემ.

გარდაცვლილების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები