0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სატვირთო ავტომობილი ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა

აჭარაში, ჩაქვის გვირაბთან, სატვირთო ავტომობილი გაბიონიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა. ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

 ასევე დაზიანებულია ქვის კედელი.  ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები