0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. 

„ბესელიას გარდა ვენდობი კომისიას...“რუსთავი2“-ზე გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს ასეთ ადამიანს არ ვენდობი“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

სარალიძე კომისიის წევრებთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან.  

სარალიძემ კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები