0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„როგორი ლამაზიც ფიზიკურად იყო, ასეთივე სული ჰქონდა“ - ლევან დადუნაშვილის ხანმოკლე ცხოვრებას დედა და მისი ახლობლები იხსენებენ

2017 წლის 1- დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე N51 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს. ერთი მათგანი, 16 წლის ლევან დადუნაშვილი ჩხუბს, რომელიც ორი სკოლის თანატოლებს შორის გაიმართა, სრულიად შემთხვევით შეესწრო

ხორავას ქუჩის მაცხოვრებელთა ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ მკვლელობის ადგილას შემთხვევით მისულმა ლევანმა, მისი თანატოლისა და პარალელური კლასელის, დავით სარალიძის მდგომარეობა გააპროტესტა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, მაგრამ მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. სავარაუდოდ, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, სწორედ ამ პროტესტის გამო, ლევანს დანა გულმკერდის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც, ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ლევანის მკვლელი ხორავას ქუჩის მაცხოვრებლებმა დააფიქსირეს და მისი დაკავება სამართალდამცავებსაც არ გასჭირვებიათ. იმ მოზარდების ვინაობა, ვინც დავით სარალიძეს 12 ჭრილობა მიაყენა, დღემდე დაუდგენელია.

მე-11 კლასელი ლევან დადუნაშვილი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და ოქროს მედლის კანდიდატი იყო. ლევანის ხანმოკლე ცხოვრება Etaloni.ge-სთან ლევანის დედამ, დეიდამ, მეგობარმა და მეგობრის დედამ გაიხსენეს.

თამარ საყვარელიძელევან დადუნაშვილის დეიდა: 

სკოლა ლევანის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. გიჟდებოდა სკოლაზე. არდადეგების ბოლო დღეს, როცა არავინ მიდიოდა სკოლაში, ლევანი სიხარულით გარბოდა. არ არსებობდა, წვიმასა და თოვლს შეეფერხებინა. უზარმაზარი ენერგიის პატრონი იყო და სახლის სივრცეში ვერ ეტეოდა მისი ენერგია. სახლში სულ ვეჩხუბებოდით, ნუ ანგრევ და ამტვრევ-თქო. სკოლაში კი სივრცე ჰქონდა და ამიტომაც სულ იქ უნდოდა ყოფნა. სკოლაში კი არ მიდიოდა, მუდამ გარბოდა. მთელ ქუჩას ახსოვს მისი სირბილი.

მოხუცს ან მათხოვარ ბავშვს რომ დაინახავდა, თვალები უცრემლდებოდა და გვეკითხებოდა, ამას სახლი ხომ აქვსო. ეცოდებოდა, ძალიან გულჩვილი იყო. თავის ინტერესს დათმობდა, და სხვას გაუკეთებდა, გადაყვებოდა თან... ძალიან მოწესრიგებული იყო ყოფაში. 30 კაცი წავიდა ექსკურსიაზე და გოგონება თქვეს, ლევანმა რომ საწოლი გაასწორა და თავისი კუთხე მიალაგა, ჩვენ შეგვრცხვაო. სახლში ამას არასოდეს აკეთებდა, მაგრამ ჩვენ გვთხოვდა.

მე მუსიკოსი ვარ და მთხოვდა, ბეთჰოვენის სონატა მასწავლეო. მოიწამლა ამ სონატის ფინალით. ეს ძალიან რთული ნაწარმოებია და ვუთხარი, ასე პირდაპირ ამას ვერ დაუკრავ-მეთქი. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მითხრა, ბეთჰოვენის იმ სონატას როდის მასწავლი და რამდენ ხანში ვისწავლიო. ის სონატა ბეთჰოვენმა ყველაზე რთულ პერიოდში დაწერა. მაშინ, როცა ყოველგვარი იმედი გაექარწყლა, რომ სიყრუეს დაძლევდა. ეს სონატა ძალიან ჰგავს ლევანის ცხოვრებას. ეს არის მუსიკა, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია, ანუ ისაა, რაც იყო ლევანი. ფინალი კი ისეთია, ვერც მიხვდები – შეწყვეტილი მუსიკასავითაა, უცბათ ქრება. ახლაც რომ ვუსმენ, თითქოს ლევანის განვლილ ცხოვრებას მაგონებს. სიმბოლურია და საოცარ კავშირს ვგრძნობ. წინა ზაფხულს მათი სკოლელი ბიჭი დაიღუპა. ბრმა შემთხვევა იყო – რიონში გადახტა და დაიღუპა. ლევანმა ეს ძალიან განიცადა. იმ დღეებში ლევანი ბორჯომში ისვენებდა და მამამისმა არ გამოუშვა. როგორც კი ჩამოვიდა, მეორე დღესვე ავიდა სასაფლაოზე. ზუსტად იქ, სადაც ახლა თვითონ არის დაკრძალული. მერეც ხშირად დადიოდა. სხვებიც მიდიოდნენ თურმე მასთან ერთად. უთქვამს, მე თუ მოვკვდები, ნეტავ ასე ვეყვარები ყველასო...

სახლში ყველაზე მეტად ბებია აქებდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ საუკეთესო ბიჭი იყო, მაგრამ პირში არ ვაქებდით. ლევანი გიჟდებოდა, ბებია რომ აქებდა – შენ ხარ ჩემი სიამაყეო.

გიორგი მგალობლიშვილილევანის მეგობარი:

- ლევანისნაირი ენერგია რომ ჰქონოდა ხუთ ბავშვს კლასში, ალბათ, აუტანელი იქნებოდა ჩვენი ერთად ატანა. საოცრად მხიარული და საუკეთესო ბიჭი იყო. მესამე კლასიდან დავახლოვდით და მას მერე სულ ერთად ვიყავით. ცხოვრებაში არავისთან ჰქონია კონფლიქტი. არც იმ ჩხუბში ყოფილა მხარე... მუდამ მხიარული და მომღიმარი დაგვამახსოვრდება ყველას...

თინა გიგაშვილიგიორგი მგალობლიშვილის დედა:

- სკოლაში ამბის გასაგებად რომ მივდიოდი, მაშინვე მოირბენდა ხოლმე ლევანი. მეტყოდა, გიორგი მეოთხე სართულზეა და ახლავე დავუძახებო. აირბენდა კიბეებს, დაუძახებდა, არ ეზარებოდა. მერე ჩემი მეორე შვილის ამბავს მომიყვებოდა, სად იყო და რას აკეთებდა... ძალიან გულწრფელი და უსაყვარლესი ბავშვი იყო. არასოდეს არაფერი ეზარებოდა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე კეკელიძეზე შემხვდა. კარგა ხანს არ მყავდა ნანახი და გადავირიე, ისე იყო გაზრდილი. იმხელა მოდიოდა და ისეთი ნათელი და საყვარელი იყო. 

ნათია საყვარელიძელევანის დედა:

- ქუჩის გარჩევები და დანების ტრიალი ლევანისგან შორს იყო. თავის დაცვაც კი არ შეეძლო... სკოლაში მუდამ ცელქობდა. ერთხელ წითელი ქუდი დაუფარებია, ხელში კალათა დაუჭერია, ჩაულაგებია შიგ ვაშლები და ვითომ არიგებდა – ჯეჯელავას ვაშლების ამბავი გაითამაშა. პოზირებდა და იყო ერთ ამბავში. მასწავლებლები საყვედურს რომ მეტყოდნენ, უკვირდა, არაფერს ვაშავებ და რა უნდათ ჩემგან, ვერ გავიგეო. მანდატურს უთქვამს, დადუნაშვილი უნდა ჩავინაცვლო, ჩემზე მეტს დარბის ოთხივე სართულზეო.

ერთხელ ჩავთვალე, რომ ლევანი დამიჩაგრეს მასწავლებლებმა და სკოლაში მივედი საქმის გასარკვევად. სასწავლო ნაწილის გამგე, თინიკო ყენია მაშინ გავიცანი. მითხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს. ზუსტად ორ დღეში, თინიკო ყენიას, რომელიც საკმაოდ მაღალია და კიბეზე ჩადიოდა, ჩემი შვილი თავზე გადაახტა მეორე სართულიდან და წინ დაუხტა. აღშფოთებულა, ეს ბავშვი ვინ არისო, უკითხავს. უთქვამთ, დადუნაშვილიაო. მერე ამის მშობელს როგორ აქვს პრეტენზიაო...

23 ნოემბერსაა დაბადებული ჩემი მეორე შვილი, გიორგი. ამ დღეს ჩემს ბიჭებს და ჩემს დისშვილს ვაზიარებდი ხოლმე. ბოლო 23 ნოემბერსაც ვაზიარე სამივე. მახსოვს, მოვდიოდით და მთელი ქუჩა მოგვქონდა... მამამისიც შემოგვიერთდა. ძალიან გვეამაყებოდა მე და ჩემს დას ჩვენი შვილები, მაგრამ ამას მათ ხმამაღლა არ ვეუბნებოდით. ახლა კი აღარ მომერიდება და ყველგან ვიტყვი, რომ როგორი ლამაზიც ფიზიკურად იყო, ასეთივე სული ჰქონდა. ვთვლი, რომ როგორიც შევიდა ხორავას ქუჩაზე, ორჯერ მეტი ვაჟკაცი გამოვიდა იქიდან. სხვებივით არ გაიქცა. მე ისევ ლევანის დედა ვარ. უბრალოდ, მას ახლა ცოტა განსხვავებული ზრუნვა სჭირდება...


წყარო: http://www.etaloni.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...