0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

დღეს მე მქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან, მოვისმინეთ მისი პოზიცია და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, დღესვე შეხვდება სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული. ასევე, ხვალ მე მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან პარლამენტში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, ენდობა თუ არა სარალიძე საპარლამენტო კომისიას, კაპანაძე ამბობს, ამაზე თვითონ ზაზა სარალიძე დააფიქსირებს პოზიციას.
„თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა ნდობა კომისიის მიმართ. დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მასთან სახლში, შევთანხმდით რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ხვალ მოდის პარლამენტში ადვოკატთან ერთად“, - დასძინა სერგი კაპანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები