0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თქვენ ამობუგეთ ჩემი ოჯახი, თქვენ დამტოვეთ მე უძეოდ, თქვენ დახვრიტეთ ჩემი შვილი - მაჩალიკაშვილი

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხელისუფლებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეცდომის აღიარებისა და დამნაშავეების დასასჯელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს. 

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველი ინტერვიუ "კურიერს" მისცა. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პრემიერი თავდაპირველად მასთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შემდეგ გამოთქვა შეხვედრის მზადყოფნა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, პრემიერის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მან უთხრა პრემიერს, რომ სახელმწიფომ ჩაატარა მის ოჯახში ტერორისტული აქტი.

„თქვენ სახელმწიფომ ჩაატარეთ ჩემთან ოჯახში ტერორისტული აქტი, თქვენ ამობუგეთ ჩემი ოჯახი, თქვენ დამტოვეთ მე უძეოდ, თქვენ დახვრიტეთ ჩემი შვილი თემირლანი უძეოდ, თქვენ ამოწყვიტეთ მთელი ჩემი ოჯახი, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული ტერორისტული აქტი და ის არ იკმარეთ, თქვენ ყაჩაღებმა სახლიდან ფულიც მომპარეთ... ამის გარდა, მე სულ არ მაინტერესებს არანაირი დეტალები, სრული გამოძიება იქნება, თქვენ საქმის კურსში იყავით, არ იყავით, დაისაჯოს გომელაური, დაისაჯოს გოგაშვილი, დაისაჯოს სპეცრაზმელი,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მან ასევე, ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღებისკენ მოუწოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შეხვედრიდან გაირკვა, რომ პრემიერი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს არ იცნობდა და დაჰპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაში მონაწილეობას სუს-თან ერთად შსს-ს წარმომადგენლები იღებდნენ. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით შს მინისტრთან არ უსაუბრია.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სისტემატიურად უთვალთვალებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...