0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“საქართველოში სეისმური მოვლენები ჩვენი ცხოვრების თანმხლები მოვლენა იქნება” – სეისმოლოგი

მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. 

კავკასია არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. სწორედ ამის გამო სეისმური აქტივობა ჩვენი ცხოვრების თანმხლები მოვლენა იქნება. ამიტომ გოდოლაძის თქმით, აუცილებელია მსოფლიოს პრაქტიკის გაზიარება და შენობების ისეთი პრინციპებით აშენება, რომ მათ მიწისძვრებს გაუძლონ.

17:07 საათზე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე წინასწარი მონაცემებით 4,3 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, სომხეთის ტერიტორიაზე იყო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები