0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"შემოვიდა პოლიციელი, დუბინკაზე ჩამოცმული პრეზერვატივით და ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა"

21 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს. ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, სწორედ სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.

მისი თქმით, 6 საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

გიორგი ჭანია ამბობს, რომ მას ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი ყაჩაღობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ჭანია მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაკავებამდე ერთ-ერთ პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი მტკიცებით, გაუპატიურების მუქარამდე დეტექტივ-გამომძიებლები მას თანამშრომლობას და პოლიციის ინფორმატორობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი ის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი ჭანიასთან ერთად უმძიმეს დანაშაულში ბრალი მის მეგობარ ხვიჩა პაპავასაც წარუდგინეს. დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენება ბრალდებულისგან პოლიციამ ძალადობის გზით მოიპოვა.

გიორგი ჭანიას და ხვიჩა პაპავას გამოძიება სენაკში 5 აპრილს მომხდარ ყაჩაღობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით ახალგაზრდებმა მეზობელს თანხა 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს. თავად დაზარალებულმა პროცესზე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები სასმართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...