0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიას ხარის სპერმა სთხოვა

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვარდოშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიის ერთ-ერთი დამეგობრებულ ქალაქს ხარის სპერმა მოსთხოვა. ვაროდოშვილმა, კი პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან ძროხა მიიყვანა.

„გუშინ, თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიის ერთ-ერთი დამეგობრებული ქალაქიდან, ბიბერახიდან, აქედან გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, უფასოდ მიიღო ხარის 450 ერთეული სპერმა. მაშინ, როდესაც წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე და ამაში ვითხოვდით მხარდაჭერას. გენგეგმა დღეს არავის აღარ ახსოვს და ითხოვენ ხარის სპერმას“, - აცხადებს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

 წყარო reginfo.ge-ზე


კომენტარები

მსგავსი სიახლეები