0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“არ ჩანდა, რომ ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა, ყველა რომ გარბოდა, თქვენი შვილი არ გაიქცაო” – დადუნაშვილის დედა ტრაგედიის უცნობ დეტალებს ჰყვება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, 16 წლის ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე 2017 წლის პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე “სარკესთან” საუბრობს.

“თაღიდან ქუჩამდე თავისი ფეხით გამოსულა. მერე ვიღაცას კიბეზე დაუსვამს ეს მე სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან გავიგე. უცხო კაცმა მიხედა”- აცხადებს ნათია.

ლევანის დეიდა კი აღნიშნავს, რომ დაჭრილ ლევანის საკმაო მანძილი, საკუთარი ფეხით აქვს გავლილი.

“ამ კაცმა თქვა, რადგან ფეხზე იდგა, ვერც წარმოვიდგინე, რომ დაჭრილი იყოო. შავი ქურთუკი ეცვა და არ ჩანდა, რომ ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა. საკმაო მანძილი ჰქონდა გავლილი… ასე გაზრდილი ბავშვი, სრულიად მარტო დარჩენილ, ქუჩაში მოგვიკლეს! ამ ბავშვებისგან ტყუილ-მართალს ვერ გაარჩევ, თუმცა ერთმა თქვა, რომ შესთავაზა დაგეხმარებიო და ლევანს უთქვამს, არ მინდა, მე თვითონ წავალო”- უთხრა “სარკეს” გარდაცვლილის დეიდამ თამარ საყვარელიძემ.

ნათია საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ამ ფრაზიდან ჩანს რომ ლევანი გაბრაზებული იყო.

“გაბრაზებული იყო, როგორც ჩანს არავინ მიეხმარა და ის ნაწყენი იყო. ყველა გაიქცა. ყველა რომ გარბოდა, თქვენი შვილი არ გაიქცა და მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვისო, ეს მითხრა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ.

თავის დაცვა რომ სცოდნოდა, იქნებ თავი დაეცვა. სად შეეძლო ორ ადამიანს გამკლავებოდა?! მას თავდაცვა საერთოდ არ შეეძლო.

ორივე ჭრილობა ერთმა მიაყენა. ახლა მისი ადვოკატი გვეუბნება, ამან მხოლოდ, ის პატარა ჭრილობა მიაყენა, ძირითადი – არაო”- აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები