0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14:00 საათზე მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს

14:00 საათზე მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს. გადაწყვეტილება მეტროს მემანქანეებმა გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

ამ დროისთვის სატრანსპორტო კრიზისი ქალაქში გრძელდება. მოსახლეობა ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემა დიდია, რადგან მუნიციპალურ ტრანსპორტში ვერ ადიან, ხოლო ტაქსის მძღოლებმა ტარიფი გაზარდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია 14:00 საათზე დაუყოვნებლივ აღდგება თუ არა მუშაობა. მეტროპოლიტენის თანამშრომლების თქმით, დედაქალაქის მერმა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე პირადად აიღო პასუხისმგებლობა.

თუ რა ფორმატში გაგრძელდება დედაქალაქის მთავრობასთან მეტროს თანამშრომლების მოლაპარაკება, დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები