0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კვირიკაშვილმა რომ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნები შეასრულოს, საჭიროა.."-10 პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც პრემიერს მოუწევს

 ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი  გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში  სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს , რომ  "კვირიკაშვილმა რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნები შეასრულოს, საჭიროა..."  და იმ 10 პუნქტიან გეგმაზე საუბრობს, რომლის შესრულებაც პრემიერს მოუწევს:

  კვირიკაშვილმა რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნები შეასრულოს, საჭიროა:

1. დაიჭირონ დავით სარალიძის მკვლელები.

2. ბრალი წაუყენონ მირზა სუბელიანისა და სასულიერო პირის შვილებს.

3. დაიჭირონ მირზა სუბელიანი.

4. დაიჭირონ შოთაძე.

5. დაიჭირონ ყველა ის გამომძიებელი, ვინც მტკიცებულებები გააყალბა, დააზიანა, გააქრო.

6. დაიჭირონ შსს-ს ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი - ფარდული დაანგრევინეს. 

7. დაიჭირონ სხვა წვრილფეხობები, ვინც საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

8. დაიჭირონ ის სპეცრაზმელი, რომლის ტყვიამაც იმსხვერპლა თემილრალ მაჩალიკაშვილი.

9. დაიჭირონ ის პირი, ვინც პანკისის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.

10. დაიჭირონ ყველა ის მაღალჩინოსანი, რომლებსაც ზემოთჩამოთვლილები ხელს დაადებენ, დაპატიმრებისა და ბრალის წარდგენის შემდეგ... (ხომ წარმოგიდგენიათ რა გვარები გაჟღერდება).

ამას ისევ სისტემის დანგრევა ჯობიაო, იტყვის ბოლოს, ეს ისედაც ნომინალური პრემიერი და წავა. თუ არადა, ნახავთ "- წერს კაპანაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები