0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ"

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ განცხადება გააკეთა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები.

ჩვენ შევდივართ ადამიანები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა შვილმოკლული მშობელი. ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. ძალიან ვთხოვ მაგათ, რას ქვია მარტო? აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩემ გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას ერთი საათი, ალბათ არ შემიშვებენ, კარგად ბრძანდებოდნენ, წავალ და აქციაზე დავდგები. მარტო არ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, ექვსი თვე ვეხვეწე და ვემუდარე მაგათ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ კამერების და მიკროფონების გარეშე ისინიც დაესწრონ შეხვედრას.

„გადაყარეთ ეს კამერები და თქვენც შემოდით თუ გინდათ. ერთი საათი დაველოდები”, – მიმართა სარალიძემ ჟურნალისტებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები