0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პრემიერი არ შემხვდა იმიტომ, რომ ვარ მუსლიმი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის რომ პრემიერი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლულის მშობლებს ხვდება და მასთან შეხვედრა არ ისურვა დისკრიმინაციული მოტივებითაა განპირობებული.

„ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. ახლა კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. მე რასაც ვაპირებ... ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ!“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილმა და მისმა ადვოკატმა აქციები დააანონსეს და მოუწოდეს მხარდამჭერებს პანკისიდან ჩამოვიდნენ.

გაერთანებული ოპოზიციის დაანონსებული მსვლელობა კანცელარიისკენ, გადაიდო. ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა რომ მთავრობამ უარი თქვა იმ ფორმატით შეხვედრაზე, რომელიც მათ შესთავაზეს.

პრემიერი ზაზა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილის ოჯახს, სახალხო დამცველთან ერთად, პოლიტიკური პარტიების გარეშე შეხვდა 

კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი გუშინ ზაზა სარალიძემ გამოთქვა რის შემდეგაც ვაშაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა და მიზანი დიალოგის დაწყებაა. მისივე განმარტებით, შეხვედრის მიზანია მთავრობის გადადგომა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები