0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორ ემზადებიან ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის ღონისძიების სპონსორი კომპანიები

„ბაზისბანკი“  ფესტივალის ვერცხლის სპონსორია

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს „The AfterLove-ის“ ფარგელბში თბილისს ეწვევა. კონცერტი,26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებს „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “ შეუსრულებს. 

„26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ძალიან მასშტაბურია და მოხარულები ვართ, რომ კონცერტს ფინანსურ მხარდაჭერას „ბაზისბანკი“ გაუწევს. ამასთან, ვფიქრობ,რომ ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, “ - აღნიშნავენ „ბაზისბანკში“.  მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბანკი  ღონისძიების ვერცხლის სპონსორია.

მომღერლის საქართველოში სტუმრობას ახლი საპრომოუშენო კომპანია „Black Pearl Live“ უზრუნველყოფს. საქართველო წელს მსოფლიოს ტურნეს ნაწილი პირველადაა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცერტი ყველასთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს. თუ როგორ ემზადებიან  „ბაზისბანკში“,  გვესაუბრება პიარისა  და მარკეტინგის მენეჯერი, თამარ ხადური.

-                      რატომ გადაწყვიტეთ,რომ ყოფილიყავით „ვერცხლის სპონსორები“?

-                     ზოგადად, 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს. ღონისძიება ძალიან მაშტაბურია და მოხარულები ვართ,რომ „ბაზის ბანკს“ შეაქვს თავისი წვლილი ამ დღის უფრო მეტად გამრავალფეროვნებასა და  საზეიმო განწყობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული  ღონისძიება ნამდვილად, იყო მნიშვნელოვანი და ყურადღსაღები. კონცერტს სჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ 26 მაისს, გამართული ღონისძიება, მსმენელებისთვის კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყოს და ბლეთი ხელმისაწვდომი. ჯეიმს ბლანტი არის საკმაოდ პოპულარული მომღერალი ამიტომ,ჩავთვალეთ,რომ მის სახელთან ჩვენი „ბაზის ბანკის“ სახელის დაკავშირება, ბანკის იმიჯზე დადებითად აისახება.

-                     რა მოლოდინები გაქვთ? რას ელით 26 მაისს?

-                     ეს ღონისძიება, ჩვენი საიმიჯო კუთხითაც საკმაოდ, მნიშვნელოვანია. ჩვენს სახელს ვუკავშირდებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და პოზიტიურ დღეს. 26 მაისის დღისამდი მიძღვნილ ღონისძიბაში მთელი ჯგუფი ძალიან დიდი მონდომებით ვართ ჩართულები. მიხეილ მესხის სტადიონზე მისულ მსმენელს ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა ელოდება. პოპულარულ შემსრულებელთან ერთად ვიზეიმებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს.

-                     რამდენად ხშირად ხართ სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების სპონსორები ?

-                     რაც შეეხება სხვადასხვა მასშტაბურ აქტივობას  მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ასევე სპონსორობის კუთხითაც.   ყოველთვის ვცდილობთ,რომ   სხვადასხვა  აქტივობები გავაკეთოთ განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის . ჩვენს ბანკში  არსებობს -  განათლების  მხარდაჭერის ფონდი,რომელიც უკვე 10 წელზე მეტს ითვლის. განხორციელებული გვაქვს 100-ზე მეტი პროექტი.

-                     რომელ ღონისძიებას გამოარჩევდით ?

-                     ყველა ღონისძება  ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, აღვნიშნავდი ბოლო პერიოდში განხორციელებულ აქტივობას, რომელიც  ნამდვილად გამორჩეული იყო . შშმ, უსინათლო და მცირედ მხედველი ბავშვებისთვის, ჩვენი დაფინანსებით შეიქმნა აქტიური სახელმძღვანელოები კულინარიასთან დაკავშირებით. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული მხედველობა ან საერთოდ არ აქვთ, ჩვენი ძალისხმევით მიეცათ  შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ კულინარია  და გარკვეულწილად დაეუფლონ ამ პროფესიას. მიმაჩნია, რომ ეს  ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...