0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელისო ჩაფიძე: ,,აი, ასეთი კარგი ბიჭი დაიღუპა დღეს დილით კიდევ ტყიბულში"

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი ელისო ჩაფიძე ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ორი ადამიანის დაღუპვსის ფაქტს ეხმაურება.

"აი, ასეთი კარგი ბიჭი დაიღუპა დღეს დილით კიდევ ტყიბულში. მართლაცდა, რამდენ ტრაგედიას უნდა გაუძლოს ამ პატარა, სულ ერთმა ციცქნა ქალაქმა, მშრომელი ადამიანებით... ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს... დაე, ბოლო იყოს ეს დიდი ტკივილი ადამიანებისათვის, რომლებიც პატიოსანი შრომით ცხოვრებას ცდილობენ!!!"- წერს  პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში.

"ქალაქის კოლორიტი,სანდრო ბუცხრიკიძე – ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი... მთელი ტყიბული გლოვობს...როგორ მოასწრო ამ 27 წლის ბიჭმა ამდენი სიყარულის დათესვა..."-წერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი.
ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც ირკვევა 60 და 27 წლის მამაკაცები ჰაერის უკმარისობით დაიღუპნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები