0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი"

ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, საქმე ეხება ბავშვთა მკვლელობას და მსგავსი საქმეების გამოძიება ქუჩაში არ ხდება.

„ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი.

 ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის. ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის მსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები