0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება…ვერ პატიობდა საკუთარ თავს სახლში წამოსვლას და ლევანის დატოვებას“

ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნიკა 51-ე სკოლის მოსწავლეა. ლევან დადუნაშვილი და ნიკა ერთად მოდიოდნენ ხოლმე სახლში. არ ვიცნობდი ლევანს , მაგრამ ვიცოდი რომ ნიკას უფროსი მეგობარი ლევანი ჰყავდა…

– დე, სკოლიდან რომ გამოვედით, კიბეებთან ლევანმა მითხრა – იზვინი ნიკუშ, შენ წადი საქმე მაქვსო.

გაფართოებული თვალებით ვკითხე მერე დე?

ან რატომ ვკითხე მერეთქო ისიც არ ვიცი.

– წამოვედი დე…

მითხრა და თავი დაწია. ცოტა ხანში , როგორც სჩვევია დათვივით ჩაიბურდღუნა. რომ მცოდნოდა სად მიდიოდა არ წამოვიდოდი დე და მარტოს არ დავტოვებდიო.

მე ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება … მივხვდი რომ ვერ პატიობდა საკუთარ თავს სახლში წამოსვლას და ლევანის დატოვებას. უნდა მეკითხაო ასე ამბობს დღესაც… ნიკა 13 წლისაა..

ვიცი რას ვგრძნობ მე, როგორც 51-სკოლელი ბიჭის დედა. გაფიქრებაც არ მინდა რას გრძნობს ლევანის და დათოს მშობლის გული ახლა…

არ დააფაროთ მკვლელებს ხელი გთხოვთ…. არ მიგვიყვანს ეს სიკეთემდე“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები