0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი 16-17 წლიდან, იმ პერიოდში, როცა ინტენსიურად მოვიხმარდი, სამი დიპლომი მაქვს აღებული"

სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს „გირჩის“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელშიც მოსარჩელე მხარე მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სანქციას – 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი ბევრი წელია, სადღაც 16-17 წლიდან. ახლა აღარ ვარ ისეთი ინტენსიური მომხმარებელი, დრო არ მაქვს ამის, მაგრამ მქონდა დაახლოებით 15 წელი პერიოდი ინტენსიური მოხმარების, იყო პერიოდი, როცა ყოველ ღამე  მოვიხმარდი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ის მარიხუანას ინტენსიური მომხმარებელი იყო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სამი დიპლომი აიღო და აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში.

„ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როცა მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული, ვმუშაობდი საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთი თვეც კი არ მქონია წყვეტა, რომ ვყოფილიყავი უმუშევარი, ვკითხულობდი ლექციებს, ვწერდი სტატიებს, ვიყავი პარლამენტის წევრიც და ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მისი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში არანაირი მორალური ზიანი არ მიუყენებია ოჯახისთვის.

„ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ნაწილში, არანაირი მორალური ზიანი არ მიმიყენებია ჩემი ოჯახისთვის, თუ არ ჩავთვლით, რომ მშობლებისთვის, გარშემო მყოფი სოციუმისთვის იყო პრობლემა ახსნა, რომ მათი შვილი არის ისეთი, როგორიც არის.  ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დღეს მათ აქვთ განცდა, რომ მარიხუანა არ არის რაიმე ზიანის მომტანი. მე არ ვარ მორალურად რაიმე სახით დეგრადირებული პიროვნება“, – განაცხადა პროცესზე ზურაბ ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს – 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...