0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სურამში, სანადირო თოფით ბიზნესმენი მამია ბითაძე მოკლეს

ჩამოტვირთვა

სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძე იყო. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მამია ბითაძე დაბა სურამში ბაიაანთ ხევში სასტუმროს მშენებლობით იყო დაინტერესებული, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ამ წუთებში გორში ექსპერტიზის ბიუროსთან არიან შეკრებილები, მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები