0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს ქართულ ენაზე მიმართა

გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა

26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი) ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა და მსმენელს ქართულად მიესალმა -„გამარჯობა“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვითა და რამდენიმე ქართული სიტყვის ცოდნით, მომღერალმა, მსმენელის გული მალევე მოიგო; საოცარი ქარიზმატულობის, ენერგიულობისა და დამახასიათებელი ბრიტანული იუმორის საშუალებით კი ჯეიმს ბლანტმა, მარტივად მოახერხა აუდიტორიის აყოლიება და მათთვის ჯადოსნური საღამოს შექმნა.სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრისთვის მან თითქმის ორი საათის განმავლობაში იმღერა.

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove". დაახლოებით ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე რამდენჯერმე გადაუხადა. მან სცენიდან სტადიონზე მყოფ მაყურებლებთან ერთად „სელფიც“ გადაიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობით მოხარულია. უამინდობის მიუხედავად, მომღერალმა ქართველი მსმენელი თავისი მუსიკით აღაფრთოვანა. ისინი ჯეიმს ბლანტთან ერთად ასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს, მათ შორის You're Beautiful-სა და Goodbye My Lover-ს.

განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მომღერლის სურვილი, რომელმაც მსმენელს ჩამუხლვა, შემდეგ კი განათება სთხოვა. აციმციმებული სტადიონი ჯეიმს ბლანტის დაუვიწყარი მუსიკის ფონზე მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ქმნიდა. 

"ნახვამდის, Happy Birthday Georgia, იმედია, მალე შევხვდებით", - ასე დაემშვიდობა ბლანტი კონცერტის დასრულებისას ქართველ მსმენელს.

ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად 26 მაისისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღო მონაწილეობა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალის საერთო ენა მუსიკა გახლდათ, რომელმაც ქართველი და უცხოელი მსმენელი გააერთიანა. ქართველ მსმენელს კი საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი ტურნეს მონაწილე.

ჯეიმს ბლანტის სცენაზე გამოსვლამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), ასევე ქართულმა როკ ჯგუფებმა Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.

თინათინ სამყურაშვილი, "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი:

ფესტივალმა 4 კონცერტი გააერთიანა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი შემსრუებლები, ასევე ქართველი უცხოელები. ფესტივალი ქართული ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფებით გაიხსნა. ასევე მოწვეული გვყავდა სამხრეთ აფრიკიდან პოპულარული ჯგუფი, ამერიკაში ემტივის ჩარტების მონაწილე ჯგუფი, თუმცა ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი 43 წლის მომღერალი და გრემის ხუთგზის ნომინანტი, ჯეიმს ბლანტი იყო. ფესტივალი "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგებში ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძარვნა. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრომოუშენო კომპანია "Black Pearl Live" საქართველოში პროექტებს სწორედ ამ ღონისძიებით იწყებს.

ჯეიმს ბლანტს სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლება ეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV- ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო. 2006 წლისათვის იგი გრემის ხუთ ჯილდოზე იყო ნომინირებული. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში.  მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlamმოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...