0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხაბარელ-ზვიადაურის კლანი - ვინ აზარალებს ძიუდოსა და გულშემატკივარს?

დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ დაორგანიზებული პროტესტით, ძიუდოს ეროვნული ნაკრების ინტერესები ზარალდება. შეიძლება ითქვას რომ ხაბარელი, ძიუდოისტთა ნაწილს, ვარჯიშზე უარის თქვას აიძულებს და ეუბნება რომ ტატამის ნაცვლად, ქუჩაში იდგნენ.

ვეტერან ძიუდოისტთა აზრით, ბატონი დეპუტატის ეს მოწოდება ფაქტობრივად, საბოტაჟია ნაკრების წინააღმდეგ და შეურაცხმყოფელია გულშემატკივრებისათვის.

კერძოდ, მსოლფიოს ჩემპიონატი კარზეა მომდგარი, ხაბარელის გავლენით კი, ნაკრების წევრთა ნაწილი არ ვარჯიშობს, არ ემზადება და ქუჩის აქციებში იღებს მონაწილეობას.

ხაბარელის კონფრონტაციული დამოკიდებულება გუშინაც დადასტურდა, როდესაც მან, მთავარი მწვრთნელის შერჩევის ირგვლივ გამართული სხდომა თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა რომ „ფედერაციის პრეზიდენტი რეალობას მოწყდა“.

რა იყო გუშინ?

შოთა ხაბარელიც და მისი კლანის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაურიც, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო. თუ არ გახსოვთ, ეს ფოტოც მეტყველებს იმაზე,  როგორი ბედნიერი სახეებით წურავენ ყურძენს ზვიადაური და ხაბარელი, სააკაშვილთან ერთად.

მეტიც, 2009-2010 წლებში, ძიუდოს ფედერაციაში სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. მაშინ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ მხარი ხაბარელსა და ზვიადაურს დაუჭირა. მათთან დაპირისპირებულ ცნობილ მოჭიდავეებს, მაგალითად, ზაზა კედელაშვილსა და სხვებს კი, ნაკრების დატოვება მოუწიათ.

ზვიადაური და ხაბარელი ნაციონალურ მოძრაობას, გვერდით იქამდე ედგნენ, ვიდრე ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი არ გამოვიდა. მისი გამოჩენის შემდეგ კი, პავლე მაშინვე სავლედ გარდაისახა და სწორედ ასე გახდა ბატონი შოთა აქტიური მეოცნებე.

რა ხდება დღეს?

ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს, შოთა ხაბარელი და მისი ხალხი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან უარი თქვა ძიუდოში ბიზნეს-ინტერესების გატარებაზე და დეპუტატის რამდენიმე ისეთ დირექტივაზე, რომელიც მის პირად ინტერესებში შედიოდა.

საერთოდ, ხაბარელისათვის ძიუდოში არსებული ბიზნეს-ინტერესები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ის ებრძოდა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, დილარ ხაბულიანსაც და ებრძვის - დავით ქევხიშვილსაც.

მეტიც, არსებობს დოკუმენტი, ოფიციალაური ანგარიშ-ფაქტურა, საიდანაც დასტურდება რომ ხაბარელის შვილმა ძიუდოს ტატამი იაფად შეიძინა და მალე, ფედერაციას ბევრად ძვირად მიჰყიდა.

რა არის გამოსავალი?

თუმცა, ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ხაბარელისა და მისი კლანის პირადი ინტერესების გამო ჩვენ - გულშემატკივარი ვზარალდებით.ამიტომ, თუ ვინმეს გული შეტკივა ძიუდოსა და ნაკრებზე, პირველ რიგში, ალბათ დარბაზსს, მრგვალ მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და დიდი ოჯახის წევრებმა ერთად მოძებნონ გამოსავალი.

გამოსავალი კი, არა ქუჩასა და აქციებში, არამედ შეთანხმებაში, ერთიანობასა და ერთობლივ წარმატებაშია - მსოფლიოს ჩემპიონატზე.


წყარო: http://sportline.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...