0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბექა წიქარიშვილი : "ბევრი ფიქრის და ჭიდილის ფონზე გადავწყვიტე არ გავაუქმო იანვარში აღებული ფრენა და დედაჩემთან საბერძნეთში წავიდე"

 "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერი, ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს , რომელშიც წერს, რომ ის ქვეყნიდან წასვლას აპირებს :


"მოდით დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში! ...

ბევრი ფიქრის და ჭიდილის ფონზე გადავწყვიტე არ გავაუქმო იანვარში აღებული ფრენა და დედაჩემთან საბერძნეთში წავიდე. ხუთწლიანი სტრესული ოდისეის ფონზე ეს ისაა რაც მჭირდება. ერთი თვით გტოვებთ, უნდა დავისვენო, გახურებული გონება გავაგრილო, შორიდან შევხედო ყველაფერს და მომავალზე ვიფიქრო. ვტოვებ სალი კლდეების სამშობლოს და 18 წლიანი წყვეტის შემდეგ ვუბრუნდები ეგეოსის ზღვის სამშობლოს, ადგილებს სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ვღელავ, დღემდე ჩემი სიზმრების ნაწილია ეს ქვეყანა და არ ვიცი როგორ დამხვდება. მიმაქვს დიდ ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ.

ერთხელ უკვე ვთქვი რომ დემორალიზებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დემოტივირებულს, პირიქით, უფრო დიდზე მეფიქრება, უფრო ყოვლისმომცველზე, ახალზე. ჯერ არ ვიცი რისი, მაგრამ ახალი მშობიარობა იწყება. ასე ვიყავი მაშინაც, "თეთრი ხმაური" რომ იბადებოდა.

რას ვაპირებ მიმდინარე პროცესებზე? უფრო ის ვიცი რას არ ვაპირებ. გუშინ უკვე მედიითაც ვთქვი უარი მინისტრებთან სამაგიდო ფორმატზე, არაფერი მესაქმებოდა ისედაც მანდ, "ბესედკებში" და მეგობრების მაგიდებზე ჯდომა მირჩევნია. ექსპერტები თუ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს დაე განაგრძონ. ჩემთვის სიმულაციაა ეგ მაგიდა. თუ ცვლილებას აპირებენ უჩვენმაგიდოდაც იზამენ როგორმე. თუ ჩემს ჩამოსვლამდე კანონს მიიღებენ (ამინ), შორიდან მომილოცეთ, თუ არა (ტფუი ეშმაკს), ჩამოვალ და ახალი სტრატეგიით განვაგრძოთ წინააღმდეგობა. იცით ალბათ წიქარა ვარ, ხალხური ზღაპრიდან, მართალია ერთი რქა გამიცვდა, მაგრამ მეორე უფრო ძლიერი მაქვს რეზერვში ;)

კიდევ ერთი რამ ვიცი, ერთადერთი აქცია რომლის ორგანიზატორიც ამის შემდეგ ვიქნები, ის აქციაა სადაც ავტობუსებით მივალთ.

მიყვარხართ და ვიმედოვნებ არ მიწყენთ დასვენებას, მართლა გადავიწვი, ხუთი წელია არ გავჩერებულვარ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...