0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“არ გრცხვენიათ ვინც ზაზა სარალიძეს ლანძღავთ?"

“ეროვნულ  დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"არ გრცხვენიათ ვინც ზაზა სარალიძეს ლანძღავთ იმიტომ რომ ნაცები დაუდგნენ გვერდით???
დადგომოდა თქვენი ნაქები ხელისუფლება!
დადგომოდით თქვენ! დაგიშალათ ვინმემ?!
იმ ხალხს მივმართავ, ადრე რომ მკვლელობებს აპროტესტებდა – ეხლა რამ დაგადუმათ?! დადუმებას კიდევ რა უჭირს – რა ნამუსით და რა გულით ლანძღავთ მთასავით ბიჭის დამმარხავ მამას?! ესაა თქვენი სამართალი?! ამისთვის იბრძოდით?! ვერ ხვდებით რომ ხვალ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ასეთივე დღეში აღმოჩნდეს, დღეს თუ ეს არნახული თავხედობა გაუვიდა ხელისუფლებას?! ხელისუფლებას რომელიც ზაზა სარალიძის გვერდში დგომის ნაცვლად იქით ემუქრება გამწარებულ მამას და თქვენც უნამუსოდ, უგულოდ აყოლილხართ ამ ნაძირალათა ხროვას! უმრავლესობა თქვენგანი მშობელია! ასე ძნელია შვილმკვდარი მშობლის მდგომარეობის წარმოდგენა?! რამ გაგახევათ! რამ გაგიქვავათ გულები რამ?!!!

ჩემი სოლიდარობა ზაზას და ყველას ვისაც შვილი მოუკლეს და სამართალს ვერ პოულობს!
შემირცხვენია ყველა, აბსოლუტურად ყველა, რომელიც პოლიტიკური შეხედულებებით წყვეტს ვისი სიკვდილი იდარდოს და ვისი არა! თქვენით მომშორდით აქაც და ცხოვრებაშიც ისინი, ვინც ასეთ დროს თანადგომის ნაცვლად გაკიცხვას და უზნეო დამოკიდებულებას ირჩევს! მომშორდით ვინც არ უნდა იყოთ! წადით და როცა აზრზე მოხვალთ მერე დაბრუნდით!

ჩემი სოლიდარობა ზაზა სარალიძეს"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები